სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სენსაციები დამთავრდა

AutoSharing Option
ამჯერად, შეფილდის "კრუსიბლის" თეატრში მეექვსე დღემ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. პირველ სესიაში თავიანთ მატჩებს ასრულებდნენ ალი კარტერი და მარკ დევისი. პარალელურად, მერვედფინალური ეტაპი დაიწყეს ნილ რობერტსონმა და დევიდ გილბერტმა.

კარტერის მატჩი ძალიან სწრაფად დასრულდა, რადგან მისი ბედი პრაქტიკულად პირველ სესიაში იყო გარკვეული. მაყურებელი დევისისგან ბრძოლას ელოდა და მან ბოლოსკენ მოახერხა ერთი ფრეიმის აღება. კარტერმა კი ძალიან ლამაზად დაასრულა შეხვედრა - 132-ქულიანი "სენჩური" გააკეთა.

ნილ რობერტსონმა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო შეხვედრა. მისი მეტოქე მერვედფინალში - დევიდ გილბერტი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. შესვენებაზე სწორედ
გილბერტი გავიდა ლიდერის რანგში - 3:1. მაგრამ შემდეგ ავსტრალიელი დომინირებდა და ზედიზედ ოთხი ფრეიმის აღებით 5:3 წაიყვანა ანგარიში.

საინტერესოა, რომ ნილმა მაყურებელი ორი ასიანი ბრეიკით გაახარა, რითაც თითქმის მიუახლოვდა ამ სეზონში მარკ სელბის რეკორდს.

საღამოს სტივენ მაგუაირისა და ჯო პერის, აგრეთვე მარკ უილიამსისა და ლიუ ჩუანის ჯერი დადგა. ამ უკანასკნელთა წყვილში პირველი სესიის შემდეგ ანგარიში იყო 6:3 უილიამსის სასარგებლოდ, რაც მაყურებელს ბრძოლის იმედს უტოვებდა, მაგრამ ჩინელი კვლავაც ხშირად ცდებოდა. მან ზედიზედ სამი ფრეიმი წააგო და უილიამსს ერთი ნაბიჯი აკლდა მერვედფინალში გასასვლელად.

მაგრამ მარკი ბოლოსკენ მოეშვა და ახლა მისი შეცდომების ჯერი დადგა. მან ძალიან ბევრი შანსი მისცა მეტოქეს, თუმცა ბოლოს ნერვულ დასასრულს გადაურჩა და უელსელი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ძალიან კარგად დაიწყო მერვედფინალი სტივენ მაგუაირმა. ხუთი ფრეიმის შემდეგ ის 4:1-ს იგებდა. თითქოს პერი უშანსოდ იყო, მაგრამ მან ორი ფრეიმის აღება მოახერხა და აქაც პირველი სესიის შემდეგ ანგარიშია 5:3 - წინ მაგუაირია.

სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი
პირველი წრე
ალი კარტერი-მარკ დევისი 10:2
მარკ უილიამსი-ლიუ ჩუანი 10:6

1/8 ფინალი
ნილ რობერტსონი-დევიდ გილბერტი 5:3
სტივენ მაგუაირი-ჯო პერი 5:3

ორი დღის განრიგი
28 აპრილი
რაიან დეი-ცაო იუპენი
მარკ უილიამსი-რონი ო'სალივანი
ალი კარტერი-ჯად ტრამპი
სტივენ მაგუაირი-ჯო პერი
ჯონ ჰიგინსი-სტივენ ჰენდრი

29 აპრილი
ჯეიმი ჯონსი-ალექს ჰიგინსონი
ალი კარტერი-ჯად ტრამპი
მარკ უილიამსი-რონი ო'სალივანი
მეტიუ სტივენსი-ბარი ჰოუკინსი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული