ისინი ოცდამეთექვსმეტედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჯონს მცირე უპირატესობა ჰქონდა - 18:17. რთული იყო 36-ე დუელის წინ ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება.
რა თქმა უნდა, ბოლო დროს ჰიგინსი უკეთ გამოდის, მაგრამ ამ ჩემპიონატზე მან დიდი გაჭირვებით გაიარა პირველი ბარიერი - 9:9-ზე მოიგო გადამწყვეტი ფრეიმი. შოტლანდიელმა აღიარა, რომ თავად არ იცის, როგორ გადარჩა იმ მატჩში. ჰენდრიმ კი პირიქით, შესანიშნავი სნუკერი აჩვენა სტიუარტ ბინემთან პირველი წრის
სხვათა შორის, პირველი წრის მატჩებში ორივეს ერთგვარი იუბილე ჰქონდა: ჰენდრიმ კარიერაში 775-ე ასიანი ბრეიკი გააკეთა, ჯონმა კი უფრო ადრე მე-500 “სენჩური” დააფიქსირა.
პირველივე ფრეიმებიდან სნუკერისტებმა არანორმალური ტემპი აკრიფეს: ერთი შეცდომა მათ პარტიის წაგებად უჯდებოდათ.
ტაქტიკური ბრძოლისა და ნერვული დასასრულის მოყვარულებმა დიდად ვერ ისიამოვნეს, რადგან ფრეიმების უმრავლესობა მაგიდასთან ერთი მისვლით სრულდებოდა. პირველი სესია ჰენდრის გამარჯვებით დასრულდა - 5:3. ორივე სნუკერისტს ბრწყინვალე მაჩვენებელი ჰქონდა: შედეგიანობის 94 და 93 პროცენტი.
მეორე სესია ჰენდრის ბენეფისად იქცა. მან გააგრძელა, პრაქტიკულად, იდეალური სნუკერის დემონსტრირება - სწორედ ისეთის, რამაც მას მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ტიტული მოუპოვა და რითაც 90-იან წლებში, პრაქტიკულად, დაუმარცხებელი იყო. მოქმედმა ჩემპიონმა მხოლოდ ერთი ფრეიმი აიღო, ჰენდრიმ - შვიდი და მესამე სესიის წინ 12:4 დაფიქსირდა.
თამაში მეორე დღეს განახლდა და ჰენდრიმ გამარჯვების მომტანი მე-13 ფრეიმი აიღო და მეოთხედფინალში გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"