5 მაისს, დღის სესიაში დაასრულეს მატჩი ალი კარტერმა და სტივენ მაგუაირმა. ისინი მაგიდასთან იმ დროს გავიდნენ, როცა ანგარიში 14:10 იყო კარტერის სასარგებლოდ. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ აღსანიშნავია მაგუაირის მებრძოლი ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში სერიოზულად ჩამორჩებოდა ანგარიშში, მან შეძლო ბრძოლა მოეხვია თავს ინგლისელისთვის. ამ სესიის პირველი ფრეიმი სავსე იყო შეცდომებით.
რად ღირს თუნდაც მაგუაირის სნუკერი, რომელზეც “კაპიტანმა” ექვსჯერ დაუშვა შეცდომა! მიუხედავად ამისა, გამარჯვება კარტერს დარჩა - 15:10. მეორე ფრეიმის
მაგრამ მაგუაირი შემთხვევით არ შედის ტოპ-16-ში და ის ასე უბრალოდ დანებებას არ აპირებდა. თავისი ბრწყინვალე თამაშისა და მეტოქის მცირე შეცდომების ხარჯზე მან ორი ფრეიმი აიღო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ყველაფერი კარტერის 70-ქულიანი ბრეიკით დასრულდა, რამაც მას კარიერაში მეორედ მოუტანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება.
რონი ო’სალივანისა და მეტიუ სტივენსის ნახევარფინალში დილის სესიის შემდეგ, პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეული იყო.
არადა, სწორედ ამ სესიაში უელსელმა გვარიანად ანერვიულა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. და ლოგიკურად, ეს სესია მეტიუს უნდა მოეგო 5:3, მაგრამ მისი სულელური შეცდომის გამო თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა - 4:4. ო’სალივანის შეცდომის შემდეგ მეტიუმ ურთულესი წითელი ბურთი ჩააგდო, მაგრამ, უბრალოდ, ვერ მოათავსა ლუზაში ყავისფერი ბურთი. არადა, ამ ფრეიმში გამარჯვებას სწორედ უელსელი იმსახურებდა.
საღამოს სესია სტივენსის “სენჩური” ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ეს ბოლო მოგებული ფრეიმი აღმოჩნდა ამ ჩემპიონატზე უელსელი სნუკერისტისთვის. ფინალის შემადგენლობა ისეთივე მივიღეთ, როგორიც ოთხი წლის წინ იყო, როცა თავისი მესამე ტიტული ძალიან დიდი უპირატესობით რონიმ მოიგო.
ოთხი წლის თავზე კარტერი გაცილებით ძლიერად გამოიყურება, ო’სალივანი კი საოცრად კონცენტრირებული და სერიოზულია (ამაზე მეტყველებს გათამაშებებს შორის ჩვეულებრივზე მეტი ფიქრი და მინიმუმამდე დაყვანილი ავანტურული შეტევები). ორივეს ბრწყინვალე თამაში ძალიან საინტერესო ფინალს გვპირდება.
1/2 ფინალი
კარტერი (ინგ)-მაგუაირი (შოტ) 17:12
ო'სალივანი (ინგ)-სტივენსი (უელ) 17:10
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"