უნივერსიადა 2012: ბადმინტონი ინდოელებისაა

AutoSharing Option
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დღეს ბევრი უცხოელი ახალგაზრდა სწავლობს. ისინი აქტიურად ჩაებნენ წლევანდელ უნივერსიადაში.

დასტურად ბადმინტონისტთა გუშინდელი შეჯიბრებაც კმარა - ინდოელებმა უნივერსიადის ექვსიდან ოთხი მედალი მოიპოვეს.

საჩინი გიჯაია აკულათილაკე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. გოგონათა ნახევარფინალში მან თანამემამულე გჰინა აჯაია ბჰატის (სამედიცინო) სძლია, ფინალში კი ანა მუქერიას აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. ბჰატის ბრინჯაო ერგო.

ვაჟებში პირველ ადგილზე თარიდუ ნაიანგით გუნასირი გავიდა - ფინალში ტრიპედერ სიგჰი (ორივე - სამედიცინო) დაჯაბნა. მესამე ადგილი ნიკა გოგიჩაიშვილმა (საქართველოს უნივერსიტეტი) დაიკავა.

"ბადმინტონი ინდოელებისაა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული