რეკორდსმენის განცხადებით, ბედნიერია იმის გამო, რომ თავისი ოცნება აისრულა. თავს შესანიშნავად გრძნობს და ახალი გმირობებისთვის არის მზად. სხვათა შორის წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა - ვატანაბემ ის 2002 წელს დაამყარა, როცა 63
00:38 25-05-2012
ევერესტზე რეკორდით
AutoSharing Option
მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა იაპონელმა ქალბატონმა ტამაე ვატანაბემ – ის გახდა ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი დაიპყრო. ეს მიღწევა 2012 წლის 19 მაისს დააფიქსირა ჩინეთისა და ტიბეტის ალპინიზმის ასოციაციამ. 73 წლის იაპონელმა პენსიონერმა ევერესტზე ასვლა რამდენიმე დღის წინ დაიწყო – ის ოთხკაციან ჯგუფში შედიოდა.
რეკორდსმენის განცხადებით, ბედნიერია იმის გამო, რომ თავისი ოცნება აისრულა. თავს შესანიშნავად გრძნობს და ახალი გმირობებისთვის არის მზად. სხვათა შორის წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა - ვატანაბემ ის 2002 წელს დაამყარა, როცა 63
წლის იყო. მამაკაცებს შორის ყველაზე ხანდაზმული ალპინისტი, რომელმაც ევერესტი დაიპყრო, 76 წლის შერპი მინ ბაჰადურ შერჰანია – მან ეს 2008 წელს გააკეთა.
რეკორდსმენის განცხადებით, ბედნიერია იმის გამო, რომ თავისი ოცნება აისრულა. თავს შესანიშნავად გრძნობს და ახალი გმირობებისთვის არის მზად. სხვათა შორის წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა - ვატანაბემ ის 2002 წელს დაამყარა, როცა 63
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული