სუ იონ ლიმ მაგიდის ჩოგბურთში მასტერ-კლასი სპორტკომპლექს "არენაში" გამართა

AutoSharing Option
თბილისს კორეის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრი - სუ იონ ლი სტუმრობს.

სუ იონ ლიმ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად 2 ივნისს, სპორტულ კომპლექს "არენას" დარბაზში საჩვენებელი თამაშები გამართა.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილი და სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

სპორტსმენის ვიზიტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების მაგიდის ჩოგბურთში, როგორც სპორტის სახეობაში, ჩართვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა.

მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი - სუ იონ ლიი დამსახურებულად ითვლება თანამედროვე სპორტის ახალ სახედ. თამაშის სრულყოფილი
ტექნიკისა და ელეგანტური სტილის წყალობით მან სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული გახადა როგორც კორეაში, ისე მისი ფარგლების გარეთ.

სუ იონ ლიი 2010 წლიდან კორეის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირებზე პირველი ადგილის მფლობელია; გარდა ამისა, ის ჩართულია 20-ზე მეტ საქველმოქმედო კამპანიაში, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებასა და განათლებას.

"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ახალგაზრდობის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის დაძლევაა. ჯანსაღი ცხოვრება, როგორც საყოველთაო მოძრაობა, სკოლიდან იწყება; აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მაგიდის ჩოგბურთისადმი ინტერესი მსოფლიო მნიშვნელობის სპორტსმენთან ერთად გაგვეღვივებინა.

დღევანდელი საჩვენებელი მატჩი არის დასაწყისი ერთიანი სპორტული კამპანიისა, რომელიც სხვადასხვა სექტორის ძალისხმევით განხორციელდება. კამპანიის ძირითადი მიმართულება სკოლის ფარგლებში სპორტული სექტორების გაძლიერებაა, ხოლო მისი ძირითადი მიზანია კოორდინირებული ღონისძიებების შემუშავება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის"
- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.

"საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩანს. დარწმუნებული ვარ, სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანია, რომელიც სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების მეტ ჩართულობას გულისხმობს, განსაკუთებულ შედეგს მოგვიტანს.

მინდა აღვნიშნო, რომ სამოყვარულო სპორტის დონეზე მაგიდის ჩოგბურთი ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთის "ვარსკვლავებსაც" აღმოვაჩენთ"
- ამბობს სუ იონ ლი.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაიმე ჩემთან იყო სკოლაში და ველაპარაკეე
tatiaa
16:14 09-06-2012
0

სიახლეები პოპულარული