პირველი ქართველები უცხოეთის ბეისბოლის კლუბებში

AutoSharing Option
საქართველომ ბეისბოლი პირველად 1985 წელს გაიცნო და იქიდან მოყოლებული, სპორტის ეს სახეობა ისე მოვიშინაურეთ, დღეს უკვე უცხოეთის კლუბებში იწვევენ ჩვენს სპორტსმენებს.

12 ივნისს შევიტყვეთ, რომ 18 წლის თბილისელი ბიჭებით ევროპაში კარგად ცნობილი ბეისბოლის კლუბები დაინტერესდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნიკოლაიშვილი უკვე გახდა ბელგიის ქალაქ ანტვერპენის "პიონერის" წევრი; ოთარ აივაზაშვილი და ლევან თელია კი ამავე ქვეყნის ქალაქ მორგენ ჰაუსის "ციყვების" შემადგენლობაში ითამაშებენ, თანაც, ამ გუნდს ახლა პლეი ოფის მატჩები აქვს ჩასატარებელი, "პიონერი" კი ბელგიის ჩემპიონატის ლიდერია.

დავძენთ, რომ ქართველ სპორტსმენთა
ასეთი აღიარება ცნობილი სპეციალისტის, საქართველოში ბეისბოლისტთა თაობების აღმზრდელის, ნუგზარ კაპანაძისა და ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი 1991 წლიდან რამაზ გოგლიძე) მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

"ლელოს" კორ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არც ვიცოდი ბეისბოლი საქართველოშიც თუ იყო.ავტორ რომ ამბობ "სპორტის ეს სახეობა ისე მოვიშინაურეთ, დღეს უკვე უცხოეთის კლუბებში იწვევენ ჩვენს სპორტსმენებს." მთლად მასეც არაა.ეს სპორტი ისევ რჩება საქართველოში მიწისქვეშა სპორტის სახეობად ისევე როგორც სხვა მრავალი საქართველოში არაპოპულარული სახეობები
BABU
12:55 13-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული