გურამ გუგენიშვილმა M-1-ის ჩემპიონის ქამარი სენსაციურად დათმო [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა ფალავანმა გურამ გუგენიშვილმა ამერიკელ კენი გარნერთან, რომელიც ორი წლის წინ რინგზე დამარცხებული ჰყავდა, ამჯერად სენსაციურად წააგო და მძიმე წონაში M-1 Challenge-ის ჩემპიონის ქამარი დათმო.

ბრძოლა სანკტ-პეტერბურგში, ტურნირ "M-1 Global 2 - თეთრი ღამეების" ფარგლებში გაიმართა. გარნერმა გაცილებით ათლეტური აღნაგობის ქართველს პარტერში ჭიდაობის საშუალება არ მისცა. ამასთან, ჯერ კიდევ პირველ რაუნდში ნათელი გახდა, რომ მანამდე დაუმარცხებელ გურამს სისწრაფეში უპირატესობა აშკარად არ ჰქონდა.

როგორც ჩანს, ქართველმა ჩემპიონმა, რომელსაც ტრავმის გამო მთელი წელი არ უბრძოლია, ფიზიკური ფორმის შენარჩუნება ვერ
შეძლო და უკვე მესამე რაუნდის შუაში ამერიკელის დარტყმების მთელი სერიის წინააღმდეგ, უბრალოდ, "დადგა".

შედეგად, ქართველი მებრძოლის სახეზე ძლიერი გემატომის გამო ექიმებმა ხუთ რაუნდად გაწერილი ბრძოლის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტეს.

გუგენიშვილისთვის ეს მარცხი კარიერაში პირველია (მანამდე ქართველი ჩემპიონის წაუგებელი სერია ზედიზედ 11 ბრძოლისგან შედგებოდა).

ასევე იხილეთ:
ქართველი მანქანა - გურამ გუგენაშვილი

გურამ გუგენიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
არა უსშავს. ეგ დროებითი მარცხია. გურამი ჯერ ახალგაზრდაა. ყველაფერი წინაა. პუტინს რაც შეეხება დაიხრჩოს ბოღმით. ეგ მისი ბოლო სიხარულია ქართველების მარცხზე.
qristefore mgaloblishvili
29 ივნისი 2012 12:22
0
კენი გარნერის ბოლო შეხვედრების შემხედვარე ვრწმუნდები რომ ის ”ფარმაცევტია”. ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ. არ შეიძლება კაცი რომელიც მანამდე არაფერს წამოადგენდა და სავარჯიშო მეშოკი იყო 39 წლის ასაკში ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებდეს თავისზე 10 თავით მაღლა მყოფ მებრძოლებს. და ყველას სიქას აცლიდეს. სამწუხაროდ ეტყობა მ1-ში დოპინგ-კონტროლი არ დგას თავის სიმაღლეზე. გურამ ძმაო გული არ გაიტეხო.შენ ყველაფერი წინ გაქვს!!!
zezva
23 ივნისი 2012 01:53
0
აუუ როგორ წააგო რა მაგრად გამიტყდა :((

გუგენიშვილზე გამარჯვებას ულოცავს პუტინი :(
http://www.youtube.com/watch?v=37qo1FDDvWg
beka
22 ივნისი 2012 20:41
0

სიახლეები პოპულარული