საინტერესოა, რომ მან ტურჯგუფის ნებართვის გარეშე მიაღწია 7772 მეტრის ნიშნულს და პრაქტიკულად დაიპყრო მსოფლიოს უმაღლესი წერტილი. მწვერვალამდე მას მხოლოდ კილომეტრი და 76 მეტრი აშორებდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ტიბეტის ალპინიზმის სკოლის თანამშრომლებმა, პრაქტიკულად, ხელებგადაგრეხილი ჩამოიყვანეს ჩინელი მწვერვალიდან.
"ეს არ იყო ღირსეული საქციელი. ის, პრაქტიკულად, ჩამოაგდეს მთიდან და შემდეგ ცემა დაუწყეს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. ამ უკანასკნელის აზრით, ძალადობა საჭირო არ იყო, რადგან უცნობი
როგორც იტყობინებიან, ევერესტის დაპყრობის უფლების მიღება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა: მინიმალური ღირებულება 25 ათასი დოლარია. ამ თანხაში არ შედის მოწყობილობისა და ინსტრუქტორის თანხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იმედია, სპონსორს იშოვის და მაინც ავა, ოღონდ ჩინეთმა ჯერ ტიბეტის დეოკუპაცია მოახდინოს. ანდა, ჯიგარმა ჩინელმა უნდა შეიცვალოს მოქალაქეობა.