ულიცენზიოდ ასვლა მკაცრად ისჯება

AutoSharing Option
ჩინელი ალპინისტი მკაცრად დაისაჯა ევერესტზე არასანქცირებული ასვლის გამო - მასზე ძალა იხმარეს და ისე "ჩამოხსნეს" მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალიდან.

საინტერესოა, რომ მან ტურჯგუფის ნებართვის გარეშე მიაღწია 7772 მეტრის ნიშნულს და პრაქტიკულად დაიპყრო მსოფლიოს უმაღლესი წერტილი. მწვერვალამდე მას მხოლოდ კილომეტრი და 76 მეტრი აშორებდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ტიბეტის ალპინიზმის სკოლის თანამშრომლებმა, პრაქტიკულად, ხელებგადაგრეხილი ჩამოიყვანეს ჩინელი მწვერვალიდან.

"ეს არ იყო ღირსეული საქციელი. ის, პრაქტიკულად, ჩამოაგდეს მთიდან და შემდეგ ცემა დაუწყეს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. ამ უკანასკნელის აზრით, ძალადობა საჭირო არ იყო, რადგან უცნობი
ალპინისტი წინააღმდეგობას არ უწევდა და ძალიან შეშინებული ჩანდა.

როგორც იტყობინებიან, ევერესტის დაპყრობის უფლების მიღება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა: მინიმალური ღირებულება 25 ათასი დოლარია. ამ თანხაში არ შედის მოწყობილობისა და ინსტრუქტორის თანხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარია ჩინელი. საღოლ!
იმედია, სპონსორს იშოვის და მაინც ავა, ოღონდ ჩინეთმა ჯერ ტიბეტის დეოკუპაცია მოახდინოს. ანდა, ჯიგარმა ჩინელმა უნდა შეიცვალოს მოქალაქეობა.
dudu
17:54 26-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული