მეკლდეურობის ფედერაციამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულმა ფედერაციამ რიგგარეშე ყრილობა ჩაატარა. დელეგატებმა ფედერაციის პრეზიტენტის პოსტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ბესიკ ბენდელიანს, რომელიც ერთადერთი კანდიდატურა იყო. ყოფილი პრეზიდენტი გიორგი უდესიანი, როგორც ადრე ვიუწყებოდით, სროლის ეროვნულ ფედერაციას ჩაუდგა სათავეში. ყრილობამ ასევე ერთსულოვნად ახალ ვიცე-პრეზიდენტად გელა ომანიძე აირჩია.

ბესიკ ბენდელიანი: `გიორგი უდესიანის დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა სპორტის ამ სახეობაში. საქართველო საერთაშორისო ფედერაციის ასოცირებული წევრი გახდა. ვიმედოვნებ, რომ ერთიანი ძალისხმევით 2011 წელს ჩვენ ამ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები გავხდებით. მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიასა და საქართველოს
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მხარდაჭერისთვის."

გიორგი გალდავა (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი): "საქართველოში მეკლდეურობას დიდი ტრადიციები აქვს. ახალ პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებ. აღსანიშნავია, რომ მეკლდეურობა საერთაშორისო ოლიმპიურიმა კომიტეტმა სპორტის სახეობად სცნო და სამომავლოდ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართვის საკითხიც განიხილება. მხარდაჭერას გპირდებით."




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული