ზუსტი დარტყმა სიბნელეში

AutoSharing Option
ფანტასტიკური დარტყმის ავტორი გახდა ამერიკელი გოლფისტი ჯონათან ბერდი. მან ორმოში ბურთი 186,5 მეტრიდან ჩააგდო. თანაც ეს "ბრმად" გააკეთა, რადგან დარტყმის მომენტში სიბნელის გამო ორმო არ ჩანდა. ამ დარტყმამ ბერდს ლას ვეგასში ჩატარებული ტურნირის (Justin Timberlake Shriners Hospital for Children Open) მთავარი პრიზი მოუტანა.

ტურნირის ბოლო ეტაპზე ბერდი გამარჯვებისთვის კემერონ პერსისა და მარტინ ლერდს ებრძოდა. ჯონათანის თქმით, ის და მისი მეტოქეები სიბნელის გამო ტურნირის მეორე დღისთვის გადატანის შესაძლებლობას განიხილავდნენ, მაგრამ ბოლო შეჯიბრის გაგრძელება გადაწყვიტეს.

გამარჯვების მომტან დარტყმაზე საუბრისას ბერდმა აღნიშნა, რომ
დარტყმა ძლიერი მოეჩვენა. ამერიკელმა დაამატა, რომ არ დაუნახავს ბურთის ფრენის ტრაექტორია და მხოლოდ გულშემატკივრების რეაქციით მიხვდა, რომ ის ორმოში ჩავარდა. აქამდე 32 წლის ჯონათან ბერდს სამი წლის განმავლობაში ტურნირი არ მოეგო.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული