გოლფში ბატონყმობა გადავარდა

AutoSharing Option
პროფესიული გოლფის რეიტინგში დასრულდა ლეგენდარული ტაიგერ ვუდსის ბატონობა. ეს ამერიკელი ზედიზედ 281 კვირის განმავლობაში ლიდერობდა კლასიფიკაციას, მაგრამ ამ კვირიდან ის უმაღლეს საფეხურზე ბრიტანელმა ლი ვესტვუდმა ჩაანაცვლა.

გარდა ამისა, ტაიგერის გასწრების შანსი ჰქონდა მარტინ კაიმერს. ამისთვის გერმანელს მეორე ადგილი სჭირდებოდა გასულ კვირას გამართულ Andalucia Masters-ზე, მაგრამ კაიმერი პრიზიორებს შორის ვერ მოხვდა და მსოფლიოს რეიტინგის ახალი ლიდერი 37 წლის ვესტვუდი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული