გოლფის ბურთმა კაცი მოკლა

AutoSharing Option

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ფლორიდას შტატში მდებარე გოლფ-კლუბ "მეიფეირში". სპორტსმენის მიერ დარტყმულმა ბურთმა 30 მეტრი იფრინა და თავში მოხვდა სპორტული პარკის თანამშრომელს, რომელიც იმ მომენტში მინდორს რწყავდა. 42 წლის მამაკაცი საავადმყოფოს სარეანიმაციო განყოფილებაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

დარტყმის მომენტში 45-გრამიანი ბურთის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევდა. ქალაქ სენფორდის შერიფმა დევიდ მორგენსტერნმა განაცხადა, რომ არ აპირებს "მკვლელისთვის" - 35 წლის გოლფისტს ბრაიან დონაჰიუსთვის ბრალდების წაყენებას.

"ეს უბედური შემთხვევა იყო და ნებისმიერს შეიძლება მოსვლო

და, - ამბობს პოლიციელი. - კლუბის თანამშრომელი არ იმყოფებოდა გოლფისტის თვალთახედვის არეში და თავადაც ვერ ხედავდა მისკენ წასულ ბურთს". მორგენსტერნის თქმით, დონაჰიუ შოკში იმყოფება.

ახლა "მეიფეირის" ყველა თანამშრომელი შეშფოთებულია იმით, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს სულ რაღაც 5-სანტიმეტრი დიამეტრის ბურთი. "ასეთი ალბათობა არსებობს, მაგრამ ის ძალიან მცირეა, - ამბობს გოლფ-კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი. - სამი კვირის განმავლობაში ყოველ დღე მოედანზე ვმუშაობდი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული