საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრებში ირანელი მწვრთნელები იმუშავებენ

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტოსა და საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის ერთობლივი მოწვევით საქართველოში ტაეკვონდოს მაღალკვალიფიციური ირანელი სპეციალისტები იმყოფებიან.

ირანელი მწვრთნელები 4-5 დეკემბერს სამინისტროს სპორტულ დარბაზში გამართულ საქართველოს ჩემპიონატს დაესწრნენ და ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ. ტაეკვონდოს ფედერაცია ირანელ მწვრთნელებთან კონტრაქტს გაააფორმებს და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვებაზე აიღებს აქცენტს.

საქართველოს ჩემპიონატს 5 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ნამგალაური და ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი კოროხაშვილიც ესწრებოდნენ. ნამგალაურის განცხადებით, ირანელი ჯაფარ ფატიჰი რამდენიმე დამხმარე მწვრთნელთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებთან
იმუშავებს.

სამინისტრო თავის მხრივ ყველანაირ პირობას შექმნის იმისათვის, რომ ქართველმა სპორტსმენებმა საბრძოლო სახეობებდან ამ ერთადერთ ოლიმპიურ სახეობაში მომავალი წლიდან სალიზენციო ტურნირებზე წარმატებულად იასპარეზონ და ლონდონში მოხვედრის შანსი მაქსიმალურად გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი (დიდები, ახალაგზრდები, ჭაბუკები) პირველად გაიმართა თანამედროვე ტექნიკისა და ტაეკვონდოს ახალი ინვენტარის გამოყენებით. ჩემპიონატში მონწილეობა 400-მდე სპორტსმენმა მიიღო. ჩემპიონატის მსვლელობის დროს ჩატარდა საჩვენებელი გამოსვლებიც.


სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული