ქ. პრაღაში ამ დღეებში ჩატარებულ კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში რვავე შინ მედლით დაბრუნდა.
ოქრო-ვერცხლის სამ-სამი და ორი ბრინჯაოს მედალი - ასეთია მათი მონაგარი. აღსანიშნავია, რომ ამ ბიჭებიდან ნახევარზე მეტი მესაზღვრეა.
მათგან ვალერი ვაჭრიძე (57 კგ), არსენ ყარაგვეზაშვილი (71) და ხვიჩა ქოქუაშვილი (86) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ლევან წიკლაური (60), მესამეზე -
მათ გარდა, ვერცხლის მედალი წილად ხვდათ გიორგი წიკლაურს (63,5) და შალვა ხოსიტაშვილს (67), ბრინჯაოსი (ჭაბუკებში) - ნუგზარ ყარაგვეზაშვილს (63,5).
სპორტსმენები დედოფლისწყაროში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლის, თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.
ლელა ხეჩოშვილი, დედოფლისწყაროდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"