სნუკერი: რონი ოსალივანის სენსაციური მარცხი

AutoSharing Option
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა რონი ო'სალივანმა სენსაციურად წააგო მესამე წრე უელსში მიმდინარე ტურნირზე მეტიუ სტივენსთან.

რონი დამარცხდა ანგარიშით - 3:4 (65:1, 65:50, 45:60, 30:92, 66:50, 51:62, 30:64). ო'სალივანი, რომელიც შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია, მეექვსე ფრეიმში ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან - სამი ბურთის ჩაგდება აკლდა, მაგრამ მარტივი "ყვითელი" ვერ ჩააგდო.

გადამწყვეტ ფრეიმში ო'სალივანი სერიაზე გავიდა, მაგრამ შეცდა და შანსი მისცა სტივენსს. მეტიუმ 38-ქულიანი სერია გააკეთა და ვერ მიიყვანა ფრეიმი მოგებამდე. მიუხედავად ამისა, ო'სალივანი მომავალ სამ მისვლაზე მეტოქეს შეტევის უფლებას აძლევდა და საბოლოოდ, წააგო
მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
titqos ar undoda mogeba ise tamashobda roni.rogorc damwyebi,debiutanti
papu
19 თებერვალი 2015 10:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული