სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მეცხრე დღე შეფილდში

AutoSharing Option
შეფილდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილები დაკომპლექტდა.

მერვედფინალური ეტაპის ბოლო დღეს გამარჯვებულების გამოსავლენად მხოლოდ 12 ფრეიმის ჩატარება გახდა საჭირო.

ყველაზე ხანგრძლივი გამოვიდა ჯად ტრამპისა და მარკო ფუს შეხვედრა. მეტოქეებმა ორ-ორი პარტია აიღეს, რის შემდეგაც ინგლისელმა მატჩი 133-ქულიანი სერიით დაასრულა.

კიდევ ერთი ბრწყინვალე ფრეიმი (მე-18) ჩაატარეს ნილ რობერტსონმა და ალი კარტერმა. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა 145 ქულა დააგროვა და ტურნირზე საუკეთესო სერიის ავტორი გახდა.

შონ მერფი ჯო პერისთან მატჩის მესამე სესიაში ისე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, როგორც წინა დღეს, მაგრამ საერთო
გამარჯვებისთვის მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონს ერთი ფრეიმის მოგება სჭირდებოდა. მერფი ამ ამოცანას გაუმკლავდა და ახლა ჩემპიონატის მთავარ სენსაციასთან, ენტონი მაკგილთან ითამაშებს.

ორ ფრეიმში გადაწყვიტა მეოთხედფინალში გასვლის საკითხი რონი ო'სალივანმა, რომელმაც მეტიუ სტივენსი 13:5 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ო'სალივანი სტიუარტ ბინჰემს შეხვდება, რობერტსონი - ბარი ჰოუკინსს და ტრამპი - დინ ჯუნჰუს.

შედეგები
ალისტერ კარტერი-ნილ რობერტსონი 5:13
პირველი სესია: 68(52)-38, 0-89(89), 4-84(58), 1-129(129), 51-68(51), 1-116(115), 103(99)-0, 22-66
მეორე სესია: 73(61)-52, 23-75, 64-66, 7-119(119), 43-88, 4-100(71), 84(70)-0, 81-54
მესამე სესია: 79-28, 49-85(68), 0-145(145)

მეტიუ სტივენსი-რონი ო'სალივანი 5:13
პირველი სესია: 62-53(50), 82(82)-0, 0-134(100), 0-63, 14-89(63), 16-81(61), 55(55)-62, 92(71)-0
მეორე სესია: 4-78(62), 21-60, 98(55)-25, 0-110(110), 0-139(139), 34-87, 53-59, 20-80(61)
მესამე სესია: 64(63)-6, 14-77(77)

მარკო ფუ-ჯად ტრამპი 8:13
პირველი სესია: 72-0, 0-75(75), 23-80(80_, 46-59, 64(64)-67, 120(120)-7, 53(52)-66(66), 79(66)-2
მეორე სესია: 47-84, 0-67, 13-89, 0-111(111), 69-49, 88(54)-29, 9-75(75), 61-8
მესამე სესია: 94(94)-20, 29-75, 8-71(59), 75-22, 0-133(133)

ჯო პერი-შონ მერფი 5:13
პირველი სესია: 34-63, 63-39, 9-121(121), 32-91(68), 0-79(79), 47-71, 13-100(54), 66(66)-73
მეორე სესია: 6-95, 15-86(57), 12-69(50), 80(74)-13, 136(131)-0, 39-80, 0-88(88), 80(74)-9
მესამე სესია: 79-28, 49-85(68)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ავტორს, ძლივს დაიწერა სნუკერზე და უფრო მეტ ყურადღებას თუ მიაქცევთ კარგი იქნება
snooker
12:17 29-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული