ღონისძიება ტარდება ორი საერთაშორისო სპორტული ფედერაციის - ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებისა (International Power Sports Union) და მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის (World Powerlifting Aliance) ერთობლივი პროექტით, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად, წინასწარი მონაცემებით, დარეგისტრირებულია 200-მდე სპორტსმენი: საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, იასპარეზონ სხვადასხვა ასაკობრივ,
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ წოლჭიმის მსოფლიო ელიტის წარმომადგენელი სპორტსმენები, რომელთაგან განსაკუთრებულად აღსანიშნავია საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბეროშვილი და ბელორუსის წარმომადგენელი რომან ერემაშვილი და სხვები.
შეჯიბრებაზე ლიცენზირებულია მსოფლიოსა და ევროპის რეკორდების დამყარება, რისთვისაც მას დაესწრებიან სპეციალური, კომპეტენტური საერთაშორისო კომისიის წარმომადგენლები, მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის ვიცე-პრეზიდენტის, ევროპის პოუერლიფტინგის პრეზიდენტის, ვადიმ კოცაგასა და ევროპის პოუერლიფტინგის ალიანსის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარის, ვლადიმერ სტარჩენკოს ხელმძღვანელობით.
განსაკუთრებული სტატუსით ღონისძიებას დაესწრება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
შეჯიბრება ტარდება შემდეგ სახეობებში: ორჭიდი, წოლჭიმი, ამოწევა, უსასრულო წოლჭიმი, ხალხური წოლჭიმი, უსასრულო ამოწევა, ბიცეფსზე წონის ამოწევა, არმლიფტინგი.
ღონისძიების ორგანიზატორია ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება (International Power Sports Union), რაშიც მხარდაჭერა გაგვიწიეს მეგობარმა ორგანიზაციებმა: აჭარის მთავრობამ, ბათუმის მერიამ, "მაკნატუნამ", "მაგთიკომმა", "ეკომითმა" და სხვებმა, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდით.
საქართველოს ძალისმიერი სპორტის პრესსამსახური