შოთა ბეთლემიძემ MMA-ს შეჯიბრებაში ირანელი მეტოქე 14 წამში გალახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ დღეებში წარმატებით დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთი შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში (MMA).

მათ ერევანში ARM FC-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. სომხეთის არენაზე სულ 16 წყვილი დადგა ერთმანეთის წინააღმდეგ. მასპინძლების და ქართველთა გარდა, ბრძოლებში ირანელმა და ყაზახმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ყველაზე შთამბეჭდავი აბსოლუტური წონითი კატეგორიის გორელი წარმომადგენლის, შოთა ბეთლემიძის ბრძოლა აღმოჩნდა. იგი ირანელ მოჰსენ მოჰტარის ორთაბრძოლის დაწყების მაუწყებელი გონგისთანავე ეკვეთა და მაშინვე იმდენი და ისე ძლიერად ურტყა, რომ სულ რაღაც 14 წამში დანებება აიძულა.

ერთი წუთი ეყო კიდევ ერთი ირანელი მოწინააღმდეგის
დასამარცხებლად თამაზ ბოჭორიშვილს (70 კგ). სამ-სამი რაუნდი დასჭირდათ აგრეთვე ირანელებთან წარმატების მოსაპოვებლად გიორგი ლობჟანიძეს (84) და გიორგი ქველაძეს (93). კიდევ ერთ ქართველს, გიორგი ტაბატაძეს 93 კგ-ში სომეხ მეტოქესთან უწევდა დაპირისპირება, მაგრამ ვიზავი ბოლო წუთს აღარ გამოუცხადდა ჩვენებურს.

ეს ARM FC-ს მიმდინარე შეჯიბრების (დაიწყო გასული წლის 15 ნოემბერს) მორიგი ეტაპი გახლდათ. მომდევნო ეტაპი ფინალური იქნება ბეთლემიძისა და ლობჟანიძისთვის.

ბეთლემიძის მეტოქე უკვე ცნობილია, 9 ოქტომბერს ის ყაზახ აშხან დალილაზაროვს დაუპირისპირდება. ფინალში გასასვლელად თითო შეხვედრის მოგება რჩებათ ქველაძეს, ლობჟანიძეს და ტაბატაძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ესეც ირანელებს–რომ გვაოხრებდნენ
ბანდერასი
27 მაისი 2016 20:57
0
ქუთაისელი

ყოჩაღ შენ, გადმოვარდი სკამიდან იმდენი მაცინე :)
ლუკა
27 მაისი 2016 17:23
0
ყოჩაღ!..
ღმერთმა სულ ასეთი წარმატებით გატაროს მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონობამდე!
შორეული
27 მაისი 2016 16:16
0
ყოჩაღ შოთა!
ალეკო
27 მაისი 2016 16:15
0
უჰჰჰ რა ცჰაცჰეცჰქვააა ვენაცვალე სჰენს ხელებს ცჰვენი ცინაპრების ჯავრი იკარაა გაიხარეე
kakula
27 მაისი 2016 16:00
0
ვენაცვალე მარჯვენაში, ჩვენი წინაპრების ჯავრიც ამოიყარა
ლეო
27 მაისი 2016 15:09
0
ბაში აჩუკი ხომ არა ხარ, მისალმება მაინც დაგემათავრებინა :D
ბრავო!
ქუთაისელი
27 მაისი 2016 15:05
0

სიახლეები პოპულარული