ლევან მაყაშვილმა დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი გალახა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში ლევან მაყაშვილმა რუსი სპორტსმენი რასულ მირზაევი დაამარცხა.

აღსანიშნვაია, რომ დაღესტნელ მირზაევს აქამდე კარიერაში მარცხი არ ჰქონია. მირზაევის ანგარიშზე 17 გამარჯვება იყო.

შეხვედრა ტურნირ Fights Nights Global 54-ის ფარგლებში როსტოვში გაიმართა. მაყაშვილმა მსაჯების ერთიანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო: ლევან მაყაშვილი - რასულ მირზაევი (საუკეთესო მომენტები)
Sportall.Ge

რაც შეეხება მაყაშვილს, ეს მისი მე-10 მოგება გახდა კარიერაში. სულ მას 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 წაგება და 1 ფრე აქვს.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მირზაევი საკმაოდ განაწყენებული იყო მარცხით და საჯაროდ
მოითხოვა მაყაშვილისგან სარევანშო ბრძოლა, რაზეც ქართველისგან თანხმობა მიიღო.
იხილეთ ვიდეო: ლევან მაყაშვილი-რასულ მირზაევი (მთლიანი ბრძოლა)
Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ რასულ მირზაევმა 2011 წელს სტუდენტთან იჩხუბა, რომელიც დარტყმისგან მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად მირზაევმა კი დაახლოებით ერთწლიანი სასჯელი მოიხადა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
კიდევ ბევრს მოხვდება ქართული ბებერი მუშტი!
ზსს
17 ნოემბერი 2016 16:44
0
რა მაგარი მებრძოლიყოლია ქართველებს, ყოჩაღ ლევან, წარმატებები.
tamasi
17 ნოემბერი 2016 15:24
0
https://www.youtube.com/watch?v=VXG6eIYO-8I


მეხუთე წუთიდნ ,საფრანგეთში ყოფილა
ვაჟა
17 ნოემბერი 2016 14:49
0
საერთოდ ესეთი უაზრო კომენტარისთვის არც უნდა გამეცა პასუხი და აღარც გავცემ იმიტო რო აზრი არ აქ კაცი რო მსგავს რაღაცას დაწერს ნუ რაზე უნდა ელაპარაკო .
უბრალოდ ერთ მაგალითს გავიხსენებ ისე მსგავსი მაგალითები ერთი და ორი არ ყოფილა ,როდესაც მთამსვლელი ხერგიანი თუ არ ვცდები იტალიაში ჯილდოვდებოდა იყო გამოცხადებული როგორც რუსად და მხოლოდ რუსეთის სახელი ფიქსირდებოდა და არანაირად ქართული,ეს რათქმაუნდა იწყინა და და თქვა მანამ არ ავალ კვარცხლბეგზე სანამ არ გამოაცხადებენ მიხეილ ხელრგიანი საქართველოდან სვანეთიდანო ,დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო და მე არ ვიცი ვის რა წყინს და რა უხარია მაგრამ ვიცი ერთი მარტივი რამ ეროვნებას და გენს არ ცვლის ის თუ ვის დაქვემდებარებაში თუ ვისი ხარკის ქვეშ იმყოფები.
ვაჟა
17 ნოემბერი 2016 14:43
0
რატო ,რატო ესეთი აზროვნება არ მესმის ,არც მინდა გავიგო ,უფრო სწორად ვერც გავიგებ ,რახან დღეს დაღესტანი რუსეთის ფედერაციიის ნაწილია ანუ არაა დამოუკიდებელი სახელმწიფო მაგიტო ეროვნებაც იცვლება?შენ ვინ იყავი 90-იან წლებამდე(იმედია ასაკით პატარა ხარ და ვერც მმოესწარი მაგ დროს და გეპატიება მაშინ ეგ კომენტარი)აფხაზეთი დღს ჩვენ იურისდიქციის ქვეშ არ არის და გამოდის გალში მცხოვრები ქართველები აღარ ყოფილა ქართველები ?
ვაჟა
17 ნოემბერი 2016 14:36
0
რუკა რა შუაშია ეროვნებასთან?ან რომელ წლიანი ხარ საერთოდ საბჭოეთის დაშლამდე ვინ იყავი მაშინ ?არ იყავი ქართველი?
ვაჟა
17 ნოემბერი 2016 14:31
0
ღმერთმა გამარჯვებით ატაროს ლევანი.

სხვა არა1 გამარჯვება მიგველოცოს მისთვის.
giga
17 ნოემბერი 2016 14:16
0
ვაჟა, თავად დაღესტნელებს უტყდებათ რო ღრუსებად რო იხსენიებენ???

giga
17 ნოემბერი 2016 14:16
0
აქაც იკამათეთ არ გაუშვათ საშვალება ხელიდან.

ლევან მგელი ხარ მაგრა გაგვახარე
ბაქო
17 ნოემბერი 2016 13:51
0
სად გაიპარა ის ტერორისტი, ხელიც კი არ ჩამოართვა ლევანს
ალეკსანდრე
17 ნოემბერი 2016 13:51
0

სიახლეები პოპულარული