
ქართველი მებრძოლი ლევან მაყაშვილი ACA 108-ის ფარგლებში იბრძოლებს.
ლევანის მოწინააღმდეგე ჩეჩენი აბდულ-რახმან თემიროვია, რომელმაც 17 ბრძოლა გამართა, საიდანაც 12-ში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 5-ჯერ დამარცხდა.
ტურნირი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდება. მთავარი ბრძოლა UFC-ის ყოფილ მებრძოლ დანიელ ომელიანჩუკსა და სალიმგერეი რასულს შორის შეხვედრა იქნება.
ლევანმა "ფეისბუქის" მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია და კომენტარიც გააკეთა:
"8 აგვისტოს ვიბრძოლებ და მზად ვარ შევჭამო ყველა, ვინც შემხვდება. მხოლოდ წინ, მოგება ჩვენია. მეფე დაბრუნდა."
![8 აგვისტოს ვიბრძოლებ და მზად ვარ ყველა შევჭამო - მაყაშვილი რუს თემიროვს შეხვდება [PHOTO] Image may contain: 2 people, including Levan Makashvili, text](https://scontent.ftbs5-2.fna.fbcdn.net/v/t1.0-9/105580312_3215990215088138_697867373246484607_n.jpg?_nc_cat=110&_nc_sid=110474&_nc_oc=AQnVq8mo6SxkXrf8ZoAkEr-tA7LQz68B0k-bvSgIsoE5NpJFiQ-E7FYsx27Rd11002o&_nc_ht=scontent.ftbs5-2.fna&oh=f18968badc98c7feeed5d160cadde1d8&oe=5F1B2699)