ლევან მაყაშვილმა დაჭრილ მეტოქეს გამოჯანმრთელება უსურვა

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების ქართველ მებრძოლ ლევან მაყაშვილისა და დაღესტნელი რასულ მირზაევის შეხვედრა რევანშისთვის დაუდგენელი დროით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ როსტოვში გამართულ ტურნირზე ლევან მაყაშვილმა აქამდე დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი მსაჯების საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამის შემდეგ მირზაევმა რევანში ითხოვა, თუმცა...

- საქართველოს გაუმარჯოს! - ლევან მაყაშვილის ემოციური გამოსვლა მოგების შემდეგ [VIDEO]
- ლევან მაყაშვილმა დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი გალახა [VIDEO]

რუსული მედიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს სამი უცხო პირი სპორტსმენის სახლში შეიჭრა და ბიტით გაუსწორდა მას. თავდამსხმელებმა მირზაევის დახრჩობაც სცადეს, თუმცა სპორტსმენმა თავი დაიცვა.
ბოლოს მას რამდენჯერმე ტრავმატული პისტოლეტიდან ესროლეს. მირზაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც მისმა მეგობარმა lenta.ru-ს განუცხადა, მებრძოლის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი ლევან მაყაშვილმაც გააკეთა.

"როცა მომხდარის შესახებ გავიგე, გული ძალიან დამწყდა. ჩემთვის, ისევე, როგორც მირზაევისთვის, რევანში ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა, დიდი ალბათობით, ბრძოლა გადაიდება.

რასულს, როგორც სპორტსმენს და პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ, მთელი გულითა და სულით გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მე ვაგრძელებ ვარჯიშს და თუ რასულთან შეხვედრამდე კომპანია Fight Nights სხვასთან ჩხუბს შემომთავაზებს, მზად ვარ, მივიღო გამოწვევა", - თქვა მაყაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთხელ ვუყურე მათ ბრძოლას.მართლა ვაჟკაცი ბიჭია.მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ლევანთან კვლავ დამარცხებას.
სოსო
05 იანვარი 2017 16:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული