გულნაკლული არავინ დაუტოვებიათ

AutoSharing Option
თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის ტანვარჯიშულ სახეობათა ოლიმპიური მზადების ცენტრის (დირექტორი როზა ბერიკაშვილი) ღია პირველობაში ამჯერად მხატვრული ტანმოვარჯიშეები ჩაებნენ. სხვადასხვა ასაკის 75 სპორტსმენი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. სამწუხაროდ, ბათუმელებმა საასპარეზოდ ჩამოსვლა ვერ შეძლეს.

დაძაბული პაექრობების შემდეგ მრავალჭიდში კვარცხლბეკზე ავიდნენ:

1997-1998 წლებში დაბადებულნი: 1. გაბი ხვედელიძე, 2. სოფო ფარულავა, 3. თამარ კობალაძე.
1999 წელს დაბადებულნი: 1. ნინო ყურაშვილი, 2. ლიკა ჯიბლაძე, 3. თამარ ჯავახიშვილი.
2000 წელს დაბადებულნი: 1. ვიქტორია შელია, 2. ანა გელდიაშვილი, 3. ელენე ლომთაძე.

პრიზიორებიცა და კვარცხლბეკს მიღმა დარჩენილნიც ცენტრის
ხელმძღვანელობამ ფასიანი საჩუქრებითა და სამახსოვრო სუვენირებით დააჯილდოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული