გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომელსაც სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავა და სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე ესწრებოდნენ.
დელეგატებმა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს სპორტის დარგში თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ ჩიქობავა (ვრცელ ინტერვიუს მერაბ ჩიქობავასთან "ლელოს" ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"