მედლებს ვერ შესწვდნენ

AutoSharing Option
ბრიტანულ ბირმინგემში გუშინ ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე 13-14 წლის სპორტსმენებმა მოსინჯეს ძალები.

გოგონებში საკვალიფიკაციო ეტაპზე 59 მონაწილეს შორის შესანიშნავად იასპარეზა 12-წლიანებში შარშანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ანა ოდიშვილმა, რომელმაც 50.975 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მას 0,015 ქულით ჩამორჩა ფრანგი ლეა ლაბრუსი, 49.435 ქულით მესამე იყო რანა ნაკანო (იაპონია). თბილისელმა თეონა ჯანჯღავამ 48.345 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა - ფინალში შესასვლელად 0.035 ქულა არ ეყო.

ამ ასაკის ბიჭებში 52 მონაწილე იყო. ქართველმა მხტომელმა ზურაბ ნოზაძემ 52.230 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა და გადამწყვეტ ეტაპში ასპარეზობის უფლება
მიიღო.

სამწუხაროდ, ფინალში ჩვენი სპორტსმენები მედლებს ვერ შესწვდნენ: გოგონებში ოდიშვილმა 49.525 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. ჩემპიონობა 50.165 ქულით ლაბრუსმა მოიპოვა. ვაჟებში ნოზაძე 51.770 ქულით მე-6 ადგილით დაკმაყოფილდა. აქ ყველას რუსმა ოლეგ სელიუტინმა აჯობა - 54.785 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული