პენზაში (რუსეთი), მსგავს შეჯიბრებაზე, სადაც 23 ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს, ჩვენმა გოგონებმა ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენეს. გუნდურში მათ 102,350 ქულით ბელარუსებს (101,450) გაუსწრეს და მეორე ადგილზე გავიდნენ.
პირველობა 107,125 ქულით რუსებს ხვდათ. ცალკეული საგნებით თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრის წარმომადგენელმა გაბრიელა
მის თანაგუნდელ სოფიო ფარულავას (მწვრთნელი ლუბა სერგოვანცევა) და ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის სასპორტო კლუბ "გრაციის" წევრ სალომე ფაჟავას (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე, ინგა სააკაშვილი), შესაბამისად, ბურთითა და ბაფთით ვარჯიშებში ბრინჯაოები ერგოთ.
კვარცხლბეკი
რგოლი. 1 იულია ბრავიკოვა (რუსეთი, 26.400), 2. გაბრიელა ხვედელიძე (25.400), 3. ელენა ბოლოტინა (ბელარუსი, 24.950).
ბურთი. 1. იანა კუდრიავცევა (რუსეთი, 27.450), 2. ალია ასიმოვა (ყაზახეთი, 25.500), 3. სოფიო ფარულავა (25.450).
გურზები. 1. იულია სინიცინა (რუსეთი, 26.625), 2. გაბრიელა ხვედელიძე (25.950), 3. ეკატერინა ვოლკოვა (ფინეთი, 25.200).
ბაფთა. 1. ალექსანდრა სოლდატოვა (რუსეთი, 26.875), 2. კატსიარინა ჰალკინა (ბელარუსი, 26.500), 3. სალომე ფაჟავა (25.550).
იუნიორთა მრავალჭიდში ძალებს სცდიდა ელვირა ზუკაკიშვილი, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინათ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. 100.325 ქულით მან მე-4 ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. არინა ჩაროპა (ბელარუსი, 110.700), 2. დარია სვატკოვსკაია (რუსეთი, 110.625), 3. მაფტუნა შამსოევა (უზბეკეთი, 102.000).
პენზაში უფროსებიც იბრძოდნენ მედლებისთვის (საქართველოს აქ წარმომადგენელი არ ჰყავდა). მასპინძლებმა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ირინა ვინერის ხელმძღვანელობით, უძლიერესი ტანმოვარჯიშეები გამოიყვანეს ხალიჩაზე. შეუდარებელი იყო ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი რუსი დარია კონდაკოვა (115.875).
მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი დარია დმიტრიევა გავიდა (113.525), ბრინჯაოს მედალი კი აზერბაიჯანელ ალია გარაიევას (112.750) ერგო.
ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშეების წარმატება და წინსვლა ორმაგად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რადგან წინ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის. 11-12 მაისს ისინი თბილისის თასზე უცხოელებს გაუწევენ კონკურენციას, ხოლო ივნისის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის იბრძოლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"