ამერიკა - ნაბიჯი წინ!

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრები ოთხი წლის წინ გამართულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

მაშინ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მასპინძელი - ჩინეთის ნაკრები ავიდა. საამისოდ მაშინ მსაჯებმაც ხელი წააშველეს. ამჯერად კი ამერიკელებს წინ ვერავინ და ვეღარაფერი აღუდგა.

ჩინელები, რომლებსაც, გასაკვირი არ არის, რომ საჩემპიონო ამბიციები აწუხებდათ, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. კვალიფიკაციაში აზიელები უკეთ გამოვიდნენ - მესამე ადგილი ერგოთ წილად. რუმინელი ტანმოვარჯიშეები კი მათ ორი ქულით ჩამორჩნენ.

ფინალური გამოსვლების შემდეგ რუმინელებმა და ჩინელებმა ადგილები გაცვალეს. რუსთა გუნდი კი, რომელიც თავგამოდებით ცდილობდა, ამერიკელებისთვის გაესწრო,
მეორე ადგილს დასჯერდა.

იყოჩაღა ამერიკელთა ლიდერმა მაკკაილა მარონიმ. მან ბჯენით ხტომაში 16,233 ქულა დაიმსახურა, რის შემდეგაც მისი გუნდი დიდი სხვაობით გაიჭრა წინ და ბოლომდე ისე იასპარეზა, მდევრებისთვის უკან არც მოუხედავს. აშშ-მ 183,596 ქულა დააგროვა, ორით მეტი, ვიდრე კვალიფიკაციაში. რუსებს კი ოკეანისგაღმელებმა მთელი ხუთი ქულით გაუსწრეს.

ლონდონის ოლიმპიადის ოქროსმედალოსნები გახდნენ: გაბრიელე დაგლასი, მაკკაილა მარონი, ჯორდინ ვიბერი, კაილა როსი და ალექსანდრა რაისმანი.

ქალები
მრავალჭიდი. გუნდური
1. აშშ 183.596
(გაბრიელ დუგლასი, მაკაილა მარონი, ალექსანდრა რაისმანი, კაილა როსი, ჯორდინ ვიბერი)
2. რუსეთი 178.530
(ქსენია აფანასიევა, ანასტასია გრიშინა, ვიქტორია კომოვა, ალია მუსტაფინა, მარია პასეკა)
3. რუმინეთი 176.414
(დიანა ლაურა ბულიმარი, დიანა მარია ჩელარუ, ლარისა ანდრეა იორდაჩე, სანდრა რალუკა ისბასა, კატალინა პონორი)
4. ჩინეთი 174.430
5. კანადა 170.804
6. ბრიტანეთი 170.495
7. იტალია 167.930
8. იაპონია 166.646

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული