კვალიფიკაციის შემდეგ ნათელი გახდა, რომ იაპონელთა ჯილას კონკურენციას ამერიკელები დანიელ ლეივა და ჯონ ოროსკო გაუწევდნენ. პირველი შესარჩევ ეტაპზე 91,265 ქულით საუკეთესო იყო, მეორე კი მეოთხე ადგილს დასჯერდა. ცხადი იყო, რომ მედლისთვის იბრძოლებდა რუსი დავიდ ბელიავსკი და გერმანელი ფაბიენ ჰამბუჰენი, რომელიც კვალიფიკაციაში მესამე გახლდათ.
როგორც ყოველთვის, პროგნოზებმა ნაწილობრივ გაამართლა.
უშიმურას კვალდაკვალ მიჰყვა მისი თანამემამულე კაზუჰიტო ტანაკა, რომელიც თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა მეორე ადგილს, მაგრამ ღერძზე ვარჯიშისას თავი ვეღარ შეიმაგრა და იარაღიდან ჩამოვარდა. შედეგად ტანაკა 89,407 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა.
ბოლოს უშიმურამ თავისუფალი ვარჯიში შეასრულა და 15,100 ქულა დაიმსახურა, რითაც ნათელი გახდა, რომ მდევრებისთვის მიუწვდომელი შეიქნა.
ვერცხლის მედლის მოპოვების შანსი ამერიკელ დანიელ ლეივას გაუჩნდა. ღერძზე შესანიშნავად იასპარეზა, 15,166 ქულა მიიღო. თუმცა სრულიად მოულოდნელად, ბოლო მომენტში სტაბილურად მოასპარეზე გერმანელმა მარსელ ნგუიენმა გაუსწრო. ამერიკელს 90,698 ქულა დაუგროვდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. გერმანელმა 91,031 ქულა დააგროვა და ვერცხლი ირგუნა.
კაცები
მრავალჭიდი
ინდივიდუალური
1. კოჰეი უჩიმურა (იაპ) 92.690
2. მარსელ ნგიენი (გერ) 91.031
3. დანელ ლეივა (აშშ) 90.698
4. მიკოლა კუკსენკოვი (უკრ) 90.432
5. დავიდ ბელიავსკი (რუს) 90.297
6. კაზუჰიტო ტანაკა (იაპ) 89.407
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"