ასპარეზობა ქალთა შეჯიბრებით დაიწყო. ბჯენით ხტომაში კვალიფიკაციის შემდეგ პირველი ადგილი ამერიკელმა მსოფლიოს ჩემპიონმა კაილა მერონიმ დაიკავა. შეგახსენებთ, რომ მას უკვე მოპოვებული აქვს ოქროს მედალი ლონდონში, გუნდურ შეჯიბრებაში.
ამერიკელმა 0,484 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ რუმინელს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონს ბჯენით ხტომაში სანდრა რალუკა იზბასას. ეს საკმაოდ დიდი ჩამორჩენაა ასეთი დონის ტანმოვარჯიშეების ბრძოლაში.
ფინალში ამ სპორტსმენებმა ადგილები
ლოგიკურად განვითარდა მოვლენები ვაჟთა შორის თავისუფალ ვარჯიშში. პრეტენზიას მედლებზე ერთბაშად ექვსი ტანმოვარჯიშე აცხადებდა, თუმცა საბოლოოდ ადგილები ისევე განაწილდა, როგორც ეს კვალიფიკაციის შემდეგ.
ჩინელმა ცოუ კაიმ ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონს მრავალჭიდში, იაპონელ კოჰი უჩიმურას 0,133 ქულით გაასწრო და თავის ნაკრებს სპორტულ ტანვარჯიშში მე-4 ოქროს მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ უჩუმურამ და მესამე ადგილზე გასულმა რუსმა დენის აბლიაზინმა თანაბარი ქულები დააგროვეს - 15,800.
უპირატესობა იაპონელს მიენიჭა, რადგან შესრულება მსაჯებმა 9,100-ით შეუფასეს. რუსის მაჩვენებელი კი 8,700 იყო.
ანალოგიური ფაქტი მოხდა ტაიჭზე ვარჯიშისას. აქ კვალიფიკაციის შემდეგ ბრიტანელი ლუის სმითი ლიდერობდა. შესანიშნავად გამოვიდა ფრანგი კირილ ტომასონი. ცხადია, ყველასთვის მოულოდნელი იყო ის, რომ ამ იარაღზე 2010 და 2011 წლების მსოფლიოს ჩემპიონი უნგრელი კრისტიან ბერკი სამეულში ვერ მოხვდა.
თუმცა უნგრელმა ფინალში ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. მან 16,066 ქულა მიიღო. ამდენივე ქულით შეაფასეს მსაჯებმა ბრიტანელი სმითიც. პირველი ადგილი და ოქროს მედალი უნგრელს ერგო, რადგან მისი შესრულების სიწმინდე 9,166 ქულით შეაფასეს, ბრიტანელის კი - 9,066.
მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთ ბრიტანელს, მაქს ვაითლოქს ერგო. მან 15,600 ქულა დაიმსახურა.
კაცები
თავისუფალი ვარჯიში
1. კაი ზოუ (ჩინ) 15.933
2. კოჰეი უჩიმურა (იაპ) 15.800
3. დენის აბლიაზინი (რუს) 15.800
4. ენრიკე გონსალესი (ჩილ) 15.366
5. იაკობ დალტონი (აშშ) 15.333
6. ალექსანდრ შატილოვი (ისრ) 15.333
ტაიჭი
1. კრისტიან ბერკი (უნგ) 16.066
2. ლუის სმიტი (ბრიტ) 16.066
3. მაქს ვიტლოკი (ბრიტ) 15.600
4. ალბერტო ბუსნარი (იტა) 15.400
5. სირილ ტომასონი (საფ) 15.141
6. ვიტალი ნაკონეჩნი (უკრ) 14.766
ქალები
ბჯენითი ხტომები
1. სანდრა იზბასა (რუმ) 15.191
2. მაკეილა მარონი (აშშ) 15.083
3. მარია პასეკა (რუს) 15.050
4. იანინ ბერგერი (გერ) 15.016
5. ოქსანა ჩუსოვიტინა (გერ) 14.783
6. იამილეტ პენა აბრეუ (დომ) 14.516
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"