სპორტული ტანვარჯიში: ჩეხეთმა ლეგენდა დაკარგა

AutoSharing Option
ჩეხურმა სპორტმა სერიოზული დანაკლისი განიცადა. 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ტანმოვარჯიშე, შვიდგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვერა ჩასლავსკა, რომელიც ჩეხოსლოვაკიის სახელით გამოდიოდა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "როიტერი".

სპორტსმენის სიკვდილის მიზეზის შესახებ არაფერს წერენ.

შვიდი ოლიმპიური ოქროთი, ჩასლავსკა ჩეხოსლოვაკიის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. მან აგრეთვე ოთხჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ცხრაჯერ გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

მხოლოდ ჩასლავსკამ და საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ლარისა ლატინინამ შეძლეს ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე სპორტულ ტანვარჯიშში აბსოლუტური პირველობის მოგება. ჩეხოსლოვაკიელმა ეს 1964 და 1968 წლებში გააკეთა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ჩასლავსკა 1990-96 წლებში
ჩეხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იყო. 1995-2001 წლებში კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმშვენიერესი ქალი იყო და უძლიერესი სპორტსმენი. სამწუხაროდ, ცხოვრებაში ძალიან უბედური.. ხსოვნა იყოს..
ენლილ
21:10 01-09-2016
0

სიახლეები პოპულარული