შეჯიბრების 52 მონაწილეს შორის ძალებს ცდიდნენ ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი, რომლებმაც სინქრონულ ხტომებში მე-12 ადგილი დაიკავეს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ჭოლამ 356.45 ქულას მოუყარა თავი და 36-ე ადგილით დაკმაყოფილდა, შოთამ 313.50 ქულით 44-ე ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი ჩინელმა ჩონ ჰიმ (554.30 ქულა) მოიპოვა. გამარჯვებულს 45.35 ქულით ჩამორჩა რუსი ილია ზახაროვი. 493.55 ქულით მესამე იყო ევგენი კუზნეცოვი (რუსეთი). ჩინელ კაი ქინს, რომელიც საკვალიფიკაციოში 504.75 ქულით პირველი იყო,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"