მინხია ვუს ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option
29 ივლისს ოლიმპიადაზე სტარტი აიღეს წყალში მხტომელებმა და ოქროების შეგროვება დაიწყო ჩინეთის ნაკრებმა.

ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე, მასპინძლებმა რვა შესაძლებლიდან რვა პირველი ადგილი მოიპოვეს.

მათ შორის იყო მინხია ვუ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი წყალში მხტომელის სტატუსზე.

ვუმ ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოიგო 3 მეტრის სიმაღლიდან სინქრონულ ხტომებში. წინა ორ ოლიმპიადაზე მისი პარტნიორი ინინ გუო იყო, რომელიც დიდი სპორტიდან წავიდა, თუმცა ვუმ ახალ მეწყვილესთან - ზი ჰესთანაც გამონახა საერთო ენა.

ჩინელების უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია - მათ პირველივე
ცდიდან მოიპოვეს ლიდერობა და ის ბოლომდე არავის დაუთმეს. საბოლოოდ კი მეორე ადგილზე გასულ ამერიკულ დუეტს ძალიან ბევრი - 24.30 ქულა მოუგეს.

რამდენიმე დღის შემდეგ სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ინდივიდუალური პირველობა გაიმართება და იქ ვუს კონკურენტი სწორედ ზი ჰე იქნება. ეს ვუსთვის მნიშვნელოვანი სტარტია, რადგან ინდივიდუალური ოქრო მას ჯერ არ მოუპოვებია - ათენში ვერცხლი ჰქონდა, პეკინში - ბრინჯაო.

საინტერესოა, რომ მესამე ადგილზე კანადელები - ემილი ჰეიმანსი და ჯენიფერ აბელი გავიდნენ. სხვათა შორის, ჰეიმანსი პირველი წყალში მხტომელია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ოთხ ოლიმპიადაზე მოიგო მედალი.

ქალები

3 მ სინქრონული
1. ჰე/ვუ (ჩინ) 346.20
2. ბრაიანტი/ჯონსტონი (აშშ) 321.90
3. აბელი/ჰეიმანსი (კან) 316.80
4. კანიოტო/დალაპე (იტა) 314.10
5. სტრატონი/სმიტი (ავსტრა) 304.95
6. ფიოდოროვა/პისმენსკა (უკრ) 302.40
7. ბლაგი/გალანტრი (ბრიტ) 285.60
8. ჩეონი/პამგი (მალაიზ) 283.50

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული