ბრიტანეთს სპორტის ამ სახეობაში თავისი ვარსკვლავი ჰყავს - 18 წლის ტომ დეილი, რომლის გამოსვლასაც ინდივიდუალურ პირველობაზე მოუთმენლად ელიან. მანამდე კი მისგან და პიტ უოტერფილდისგან დუეტებში მედლის მოპოვების იმედი ჰქონდათ.
ექვსცდიანი ფინალის ეკვატორზე ბრიტანელები პირველ ადგილზე იყვნენ და "აკვატიკ-ცენტრში" სენსაცია მწიფდებოდა.
მაგრამ დეილიმ და მისმა პარტნიორმა მედლის ყველანაირი შანსი მეოთხე ნახტომის შემდეგ დაკარგეს. მათ წყალში ჩასვლისას ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს და დარჩენილი ორი ცდა ფორმალობად აქციეს.
გამარჯვება კი ფავორიტებს -
მათ თითქმის ყველა ნახტომი იდეალურად შეასრულეს და მეორე ადგილზე გასულ მექსიკურ დუეტს დაახლოებით 20 ქულა მოუგეს. ჩინეთის ნაკრებს წყალში ხტომაში ჯერჯერობით ორიდან ორი მოგება აქვს.
მესამე ადგილი ამ დისციპლინაში ამერიკელთა საკუთრება გახდა.
ახლა ბრიტანელები დაელოდებიან 10 მეტრიდან ინდივიდუალურ ხტომებს. სწორედ ამ დისციპლინაშია ტომ დეილი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.
კაცები
სინქრონული ხტომები. 10 მ
1. იუან კაო/იანკუან ჟანგი (ჩინ) 486.78
2. ივან ნავარო გარსია/ხერმან სანჩესი (მექ) 468.90
3. დავიდ ბუდია/ნიკოლას მაკრორი (აშშ) 463.47
4. ტომას დეილი/პეტერ უოტერფილდი (ბრიტ) 454.65
5. იეინკლერ აგირე/ხოსე გუერა (კუბ) 450.90
6. ილია ზახაროვა/ვიქტორ მინიბაევი (რუს) 449.88
7. პატრიკ ჰაუსდინგი/საშა კლეინი (გერ) 446.07
8. ო. გორშკოვოზოვი/ო. ბონდარი (უკრ) 433.32
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"