აზიელები არ იმჩნევენ კონკურენტებს და ყოველგვარი გართულების გარეშე იგებენ პირველობას. ამჯერად ქალებს შორის 10-მეტრიანი კოშკურიდან სინქრონულ ხტომებში ჩემპიონები ჰაო ვანი და რუოლინ ჩენი გახდნენ. ამ უკანასკნელს 10 მეტრიდან ხტომებში, პრაქტიკულად, ყველაფერი მოგებული აქვს: ორი ოქრო პეკინში, ოთხი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე. არადა, მისი ასაკი 19 წელია!
ჩინელი მხტომელების კლასი
გუშინდელი სტარტიც ამგვარი სცენარით ვითარდებოდა. პირველი ცდის შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს ბრიტანელებმა - სარა ბაროუმ და ტონია კუჩმა, რაშიც ოდნავ მსაჯებიც დაეხმარნენ. ერთმა არბიტრმა მასპინძლებს 9.5 დაუწერა.
მაგრამ მესამე ცდიდან საშუალედო ტაბლომ ჩვეული სახე მიიღო: სათავეში ჩინეთი მოექცა, ბრიტანელებმა კი მედლების შანსი მესამე ნახტომის შემდეგ დაკარგეს, როცა ერთბაშად მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.
ზედიზედ მეორე დღეა, ვერცხლის მედლებს ეუფლებიან მექსიკელი მხტომელები.
ერთი დღით ადრე ამავე დისციპლინაში მამაკაცებმა მოიპოვეს ვერცხლი. გუშინ კი იგივე გააკეთეს ესპინოსა სანჩესმა და ოროსკო ლოსამ. სხვათა შორის, ესპინოსა პეკინის ოლიმპიადაზე მესამე იყო, ახლა კი ერთი ნაბიჯით წაიწია წინ.
ქალები
სინქრონული ხტომები. 10 მ
1. რუოლინ ჩენი/ჰაო ვანი (ჩინ) 368.40
2. ესპინოსა სანჩესი/ ოროსკო ლოსა (მექ) 343.32
3. მეგან ბენფეიტო/როსელინ ფილიონი (კან) 337.62
4. ლოუდი უიგინსი/რაკელ ბუგი (ავსტრა) 323.55
5. სარა ბაროუ/ტონია კოუჩი (ბრიტ) 321.72
6. ნორა სუბჩინსკი/კრისტინ შტოიერი (გერ) 312.78
7. მუნ იე ლეონი/პანდელელა რინონ პამი (მალაიზ) 308.52
8. იულია პროკოპჩუკი/ვიქტორია პოტიეხინა (უკრ) 299.64
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"