ელიტის წარმომადგენლებთან პაექრობაში გამოირჩა ქართველი ჭოლა ჭანტურია. სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ფინალში 12 საუკეთესოს შორის გამოსვლის უფლება მოიპოვა, იქ კი ოთხი მეტოქეც ჩამოიტოვა და საბოლოოდ მე-8 ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიო რეიტინგში თავის აქტივს 27 ქულა შესძინა.
ეს ინფორმაცია მადრიდიდან საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, წყალმხტომელთა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ მოგვაწოდა.
22 თებერვალს ქართველი სპორტსმენი როსტოვში გერმანიის მსოფლიო გრანპრიზე მოსინჯავს ძალებს.