ჭოლა ჭანტურიამ მსოფლიო გრანპრის ფინალში იასპარეზა

AutoSharing Option
მადრიდში დამთავრდა წყალმხტომელთა მსოფლიო გრანპრი, რომელშიც 16 ქვეყნის სპორტსმენებმა იასპარეზეს, მათ შორის - ჩინელებმა, რუსებმა, უკრაინელებმა, კანადელებმა...

ელიტის წარმომადგენლებთან პაექრობაში გამოირჩა ქართველი ჭოლა ჭანტურია. სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ფინალში 12 საუკეთესოს შორის გამოსვლის უფლება მოიპოვა, იქ კი ოთხი მეტოქეც ჩამოიტოვა და საბოლოოდ მე-8 ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიო რეიტინგში თავის აქტივს 27 ქულა შესძინა.

ეს ინფორმაცია მადრიდიდან საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, წყალმხტომელთა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ მოგვაწოდა.

22 თებერვალს ქართველი სპორტსმენი როსტოვში გერმანიის მსოფლიო გრანპრიზე მოსინჯავს ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭოოლა..ოცი ლარი ვალი დაივიწყე : დ
dato chagelishvili
02:48 24-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული