ჭანტურიამ და კორახაშვილმა ფინალში იასპარეზეს

AutoSharing Option
გუშინ კიევში დამთავრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირი. შეჯიბრებაში თბილისელი ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილიც მონაწილეობდნენ. სინქრონულ ხტომებში მათ მესამე ადგილი დაიკავეს. ასპარეზობის ბოლო დღეს 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომებშიც მოსინჯეს ძალები.

ჩვენებურებს მეტოქეობას სპორტის 5 დამსახურებული ოსტატი და 9 საერთაშორისო ოსტატი უწევდა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მონაწილეებზე (სულ 347 სპორტსმენი გამოდიოდა).
საკვალიფიკაციო ხტომების შემდეგ, ორივე ქართველი სპორტსმენი ფინალში მოხვდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ბართაიამ კიევიდან გვაცნობა, რომ ჩვენმა წყალმხტომელებმა კარგად გაართვეს თავი რთულ დავალებას. ჭოლამ წინა დგომიდან უკან სამნახევარი ბრუნი, ხოლო
შოთამ უკანა დგომიდან წინ სამნახევარი ბრუნი (ახალი პროგრამით) უშეცდომოდ შეასრულა. ჭოლამ 387,5 ქულით მე-6, ხოლო შოთამ 359,9 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა. პირადი რეკორდები კი 5-5 ქულით გააუმჯობესეს.

მთავარი პრიზი ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა ილია კვაშამ (უკრაინა) მოიგო. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუბენ როსი (კანადა) და იური შლახოვი (უკრაინა) გავიდნენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული