ცხადია, ეს შედეგი ნამდვილად არაა ისეთი მასშტაბური წარმატება, როგორიც გუშინ იქვე ნინო სალუქვაძემ მოიპოვა - შეგახსენებთ, მან მსოფლიოს თასი მოიგო, რითაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურსაც დაეუფლა და მსოფლიოს თასის სუპერფინალისასაც, მაგრამ ესეც საინტერესო მაჩვენებელია. იგი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ქადაგიძის პირად რეკორდს, რომელიც თბილისში დაამყარა, უცხოეთში კი სულაც პირველად გააკეთა ასეთი შედეგი.
ქადაგიძეს პირადად ნინო სალუქვაძე ავარჯიშებს, რომელიც შეგირდის ყველაზე კარგ თვისებად
კარგი იქნება, ის თუ სტაბილურად შეძლებს 570-ქულიან ნიშნულზე გადაბიჯებას - მაშინ შეიძლება, მნიშვნელოვან ტურნირებზე ვაჟთა შორისაც გვყავდეს ფინალისტი. ამჯერად ის საგრძნობლად ჩამორჩა საკვალიფიკაციოს გამარჯვებულს, 585-ქულიან იაპონელ ტომოუკი მაცუდას, მაგრამ ფინალში 579-ქულიანებიც გავიდნენ. ერთი სიტყვით, ქადაგიძეს ფინალამდე მარათონული მანძილი უკვე აღარ აშორებს.
შეჯიბრება სწორედ მიწისძვრა და ცუნამგადავლილი, ახლა კი ატომური კატასტროფის წინაშე დარჩენილი იაპონიიდან ჩასულმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მაცუდამ მოიგო. მას შესარჩევში ხომ საუკეთესო შედეგი ჰქონდა და 3 ქულით გაუსწრო მდევრებს. ფინალური ოქტეტიდან მხოლოდ მან გადააბიჯა 100-ქულიან მიჯნას - 100,7 გააკეთა, ჯამში 685,7 დააგროვა და ოქროს ახლოსაც არ გააკარა არავინ.
ვერცხლი უკრაინელმა ევროპის პრიზიორმა ოლეგ ომელჩუკმა მოიპოვა 680.0 ქულით, ბრინჯაოს კი ჩინელი ტიან ჩანგი დაეუფლა 679, 8-ით.
ქადაგიძე და სალუქვაძე 27 მარტს სპორტული იარაღიდან ისვრიან, ტურნირის ბოლო დღეებში კი - 29-30 მარტს მესტენდურთა ჯერია. ჩვენგან სტარტზე დავით ქვათაძე და პავლე ლაკია დადგებიან.
.