სამხრეთ კორეაში ნინო სალუქვაძე მესამეა

AutoSharing Option
სამხრეთ კორეაში, ქალაქ ჩანვონში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძემ მესამე შედეგი აჩვენა.

ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ქართველმა ჩემპიონმა, რომელმაც ლონდონი 2012-ის საგზური ჯერ კიდევ მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე, სიდნეიში გაინაღდა, სამხრეთ კორეაში, პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრი დისტანციიდან სროლაში 486,7 ქულას მოუყარა თავი. ამ შედეგით ჩვენებური მხოლოდ ჩინელ სუნ ცის (489,9 ქულა) და უკრაინელ ელენა კოსტევიჩს (489,8) ჩამორჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული