გუშინ ჩვენებურთაგან ლევან ქადაგიძემ ისროლა პნევმატური პისტოლეტით და არცთუ წარმატებით - 553 ქულა დააგროვა და 140 მონაწილეს შორის 124-ე ადგილზე გავიდა. ეს შედეგი საკმაოდ ჩამორჩება მის პირად რეკორდს. ქადაგიძემ ექვსი სერიიდან სამში 93 ქულა დააგროვა, ორში - 92, ერთში კი, პირველში, 90 აჩვენა.
ამ დღეებში იასპარეზა მესტენდურმა მაია გუბიევამაც. მისი მონაგარი 61 ქულაა, რაც 72 მონაწილეს შორის 58-ე შედეგი
დღეს მიუნხენში ჩვენებურთაგან არავინ გამოვა, ხვალ კი ახალგაზრდა გოგონებში პნევმატური პისტოლეტით ნინო ფანჩულიძე ისვრის. ქუთაისელმა გოგონამ სპეციალისტთა ყურადღება გაზაფხულზე მიიპყრო, როცა მაისში ისევ გერმანიაში, ოღონდ ზულში გამართულ ახალგაზრდების დიდ, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში 374 ქულა დააგროვა და მეხუთეზე გავიდა. ვისთვის როგორ და, ეს მაჩვენებელი ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა - დაახლოებით ასეთ შედეგს ჩვენი ეროვნული ნაკრების სხვა წევრები აღწევდნენ. იქნებ ზოგჯერ რამდენიმე ქულით მეტსაც, მაგრამ ფანჩულიძის ასაკს თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი გასაგებია. ვნახოთ, აჩვენებს თუ არა ის სტაბილურად ამ შედეგს.