ეს შედეგი ბევრად არ ჩამორჩება მის პირად რეკორდს - 572 ქულას, მაგრამ საერთაშორისო მაჩვენებლებთან ახლოსაც რომ ვერ მიდის, ესეც ფაქტია. ქადაგიძეს პლიუსად ის თუ ჩაეთვლება, რომ ცალკეულს ერიებში 90-ქულიან მიჯნაზე დაბლა არ ჩამოსულა ანუ მეტ-ნაკლებად სტაბილურად ისროლა. მან უფრო ძლიერად პირველი სამი სერია ჩაატარა, თუმცა მის გამოსვლაში დაღმავალი დინამიკა აშკარაა
მან და ნინო სალუქვაძემ ამ ტურნირის წინ შეკრება გერმანიაში გაიარეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება არ იყო. არადა, სავარაუდოდ, ქადაგიძემ სწორედ ფიზიკურად ვერ გაუძლო, ამ მხრივ კი ჩვენებს ვარჯიში ნამდვილად აკლიათ.
ტურნირი აქამდე უტიტულო თურქმა იუსუფ დიკეცმა მოიგო. სერბი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსანი ანდრია ზლატიჩი ამჯერადაც ვერცხლს დასჯერდა, მესამეზე კი კორეელი დაემუნ ლეე გავიდა.
ხვალ ასევე პნევმატური პისტოლეტიდან ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სალუქვაძეც ისვრის.