ამ დილით მან პნევმატური პისტოლეტით ისროლა 10-მეტრიან დისტანციაზე ისროლა შესარჩევ ციკლში და კვლავაც მისთვის შეუფერებლად დაბალი შედეგი ჰქონდა - 381 ქულა, რაც 127 მონაწილეს შორის 27-ე მაჩვენებლი აღმოჩნდა. მან საკუთარი შესაძლებლობები ყველაზე მეტად მესამე სერიაში გამოავლინა, სადაც რვაჯერ ათიანი დააზიანა, ორჯერ - ცხრიანი და 98 ქულა დააგროვა.
სამწუხაროდ, სხვებში დაბალი შედეგები ჰქონდა - პირველ ორში 95-95 დააგროვა, მეოთხეში - მხოლოდ 93. აღსანიშნავია, რომ ამ 40 გასროლაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა 8-იანი, თუმცა
ამ ტურნირით მსოფლიოს თასების სერია დასრულდა. ახლა წინ 1-14 აგვისტოს ბელგრადში გასამართი ევროპის ჩემპიონატის სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, 18-24 სექტემბერს კი პოლონურ ვარშავაში მსოფლიოს თასის სუპერფინალია.