მსროლელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც აგვისტოს პირველ ორ კვირაში ბელგრადი უმასპინძლებს. ოღონდ ის ტყვიის სროლაში მხოლოდ სპორტული პისტოლეტიდან ასპარეზობაში ტარდება, ვინაიდან პნევმატურში უკვე გაიმართა გაზაფხულზე იტალიურ ბრეშიაში.
ბელგრადში სპორტულში მხოლოდ ეს ორი მსროლელი გამოვა, ვინაიდან ამ დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ ბევრი მოვარჯიშე არც გვყავს. რაც შეეხებათ მესტენდურებს, იქ გუბიევას
საქართველოში სათანადო ბაზის - ღია სასროლეთის არარსებობის გამო სალუქვაძისთვის მთავარი მოსამზადებელი ბაზა ჯერ გერმანია იყო, ბოლო წლებში კი ასეთად სომხეთი იქცა. რამდენიმე წლის წინ იქ ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით და მისივე ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ულტრათანამედროვე ტიპის ბაზა აშენდა სასროლეთით, სასტუმროთი, კვების ბლოკით, ძალების აღმდგენ-სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსით. ცხადია, ინვენტარიც უახლესია - ელექტროფარებით აღჭურვილი და თავიდან ბოლომდე კომპიუტერიზებული. მაგალითად, იქ ყოველი გასროლის შედეგს შენსავე მაგიდასთან დამონტაჟებული კომპიუტერი მყისვე გიჩვენებს და თან ამ გასროლის მერე საერთო ცხრილში მომხდარ ცვლილებასაც გამოგიტანს ეკრანზე, ჩვენთან კი ჯერ ეს დონე არაა.
ერთი სიტყვით, იქაურობა სავსებით მისაღები იყო ჩვენებისთვის - ბაზის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითაც, საცხოვრებელი პირობებითაც და რაც მთავარია, ფასით - სომხეთში გადასვლა კაპიკები ჯდება გერმანიაში გადაფრენასთან შედარებით, მაგრამ ბოლო წლებში ეს იაფი სიამოვნებაც მოუწვდომელი გახდა. მიზეზი საკუთრივ სომხეთის ფედერაციაში შექმნილი არეულობაა, რის გამოც ელემენატრული ოფიციალური დოკუმენტების მოგვარება ვერ ხერხდება და ვერც ჩვენები ჩადიან შეკრებაზე.
სანაცვლოდ მათ ახალი ბაზა მოძებნეს - ბაქო, სადაც პნევმატურში გამართულ ევროპის პირველობამდეც გაიარეს შეკრება, ოღონდ მას შემდეგ აზერბაიჯანელებმა ახალი ბაზა ააშენეს და ჯერ ჩვენებმა არ იციან, როგორი პირობები დახვდებათ იქ. მაშინ მხოლოდ 10-მეტრიან დისტანციაზე სასროლი ბაზა ჰქონდათ, 25-იანისა კი ახლა დაამატეს.
აზერბაიჯანმა სპორტული ბაზების მშენებლობის თვალსაზრისით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია და იმედია, ეს ახალი სასროლეთიც იდეალური იქნება, რაც ჩვენებურებს ევროპის პირველობისთვის კარგად მომზადების საშუალებას მისცემს. რაც შეეხებათ მესტენდურებს, ბაქო მათთვის ნაცნობი ადგილია - იქ ხშირად დადიან შეკრებაზე.
ჩვენი სპორტსმენები 29 ივლისს დაბრუნდებიან თბილისში, მეორე დღეს კი ბელგრადში გადაფრინდებიან.