გუბიევას წარუმატებელი სტარტი

AutoSharing Option
ბელგრადში დაწყებულ სროლის სახეობათა ევროპის ჩემპიონატში ჯერჯერობით საქართველოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გამოვიდა - მრგვალ სტენდზე მსროლელი მაია გუბიევა, თუმცა წარუმატებლად იასპარეზა. ჩვენებური 35 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე გავიდა 55 ქულით და არათუ ლიდერებს, წინ მდგომ დუეტსაც კი 4 ქულით ჩამორჩა.

ევროპის ჩემპიონი ესპანელი ფატიმა გალვესი გახდა, რომელიც თავიდანვე დაწინაურდა და შესარჩევი ეტაპი 72 ქულით მოიგო. ვერცხლი რუსმა ელენა ტკაჩმა ირგუნა, ბრინჯაო - ფრანგმა დელფინე რაგინეტიმ. რუსმა და ფრანგმა საკვალიფიკაციო ერთნაირი შედეგით - 71 ქულით დაამთავრეს, ფინალში კი მედალოსანთა სამეულმა ასევე
ერთნაირი ქულები გააკეთა - 23-23, თუმცა ესპანელს შესარჩევის ერთქულიანმა ფორამ ოქრო მოუტანა, მისმა მდევრებმა კი 94-94 ქულა დააგროვეს და მათ შორის დამატებითი სროლა დაინიშნა. აქ ტკაჩმა ერთი ქულით იმარჯვა და ვერცხლიც მას ერგო.

ეს ჩემპიონატი სასტენდო სროლის გარდა, ტყვიის სროლაშიც იმართება, ოღონდ მხოლოდ სპორტული პისტოლეტით, ვინაიდან პნევმატურში გაზაფხულზე იტალიურ ბრეშიაში გაიმართა. მასში ჩვენგან ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე გამოვლენ. ოლიმპიური ჩემპიონი 7 აგვისტოს ისვრის, ქადაგიძე - 6-ში. მონაწილენი გვეყოლებიან სასანგრე სტენდზე სროლაშიც. თანაც ვაჟთა სრული გუნდი - დავით ქვათაძე, გივი შენგელია და პავლე ლაკია. ისინი 12 აგვისტოს ისვრიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული