სამწუხაროდ, მან საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად სუსტად ისროლა და 48 მონაწილეს შორის 46-ზე გავიდა. სანოძემ იანვარში ახალგაზრდებს შორის გამართულ თბილისის ღია პირველობაზე 555 ქულა დააგროვა, ფინეთში კი ბევრად ნაკლები - 539.
მართალია, მედალს ან თუნდაც ფინალური ეტაპის საგზურს ვერც ძველი შედეგის გამეორების შემთხვევაში შეწვდენოდა, მაგრამ ათიოდე ადგილით კი წაიწევდა წინ.
რაც მთავარია, სტაბილურობას შეინარჩუნებდა, ეს კი წინსვლის წინაპირობაც იქნებოდა. სამწუხაროდ, სანოძე ჯერჯერობით ამას
მან საკმაოდ სუსტად დაიწყო გამოსვლა და პირველივე სერიაში დაბალი შედეგი აჩვენა - 86 ქულა. თუმცა მეოთხეში კიდევ უფრო უარესი მაჩვენებელი გამოუვიდა - 84, საუკეთესო კი ბოლო, მეექვსეში ჰქონდა - 94.
დღეს ფინეთში გოგოები ისვრიან. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები სრული გუნდით გამოვა: ნინო უჩაძე, ანა გაგილაძე, მარიამ ბლუაშვილი. იმედია, ესენი წარმატებებით გაგვახარებენ, რადგან ბოლო ხანებში საყურადღებო შედეგებს აჩვენებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"