23 მაისს მიუნხენში ტყვიის მსროლელთა შორის მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი იწყება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოვა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი
ნინო სალუქვაძე და
ლევან ქადაგიძე. ჩვენი დუეტი დღესვე ჩაებმება სპორტული პისტოლეტით ასპარეზობაში. პნევმატურში ქადაგიძე 26-ში ისვრის, სალუქვაძე კი - 27-ში.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ჩვენებმა მილანში ისროლეს ასევე მსოფლიოს თასზე და იქ სალუქვაძეს ბრინჯაოს მედლამდე 0.1 ქულა დააკლდა. იმედია, ის მიუნხენში წარმატებით გამოვა და ოლიმპიადას ამაღლებული განწყობით შეხვდება.
მიუნხენში - მილანზე უკეთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"