მათ უკვე იასპარეზეს პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, თუმცა წარუმატებლად - ბლუაშვილმა 359 ქულა დააგროვა და 56 მონაწილეს შორის 45-ე ადგილზე გავიდა, კილაძე კი 357-ით 47-ე იყო.
იქნებ მათი გამოუცდელობის გათვალისწინებით (ქუთაისელი კილაძე ჯერ მხოლოდ 12 წლისაა და პირველად გავიდა უცხოეთში) სხვა შემთხვევაში ეს ნორმალურ შედეგად მიგვეღო, როგორც დასაწყისი, მაგრამ მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ.
ცუდიც ისაა, რომ პირად მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩნენ.
გერმანიაში 373 ქულა მხოლოდ ჩეხმა სარკა იანაკოვამ დააგროვა და მე-12 ადგილზე გავიდა, 369 კი 22-24-ე ადგილებს შეესაბამებოდა.
ალბათ, ჩვენებურთა შედეგების ასეთ კლებაში მთავარი დამნაშავე გამოუცდელობა და შეკრებებისა და სათანადო საწვრთნელი პირობების ნაკლებობაა.
გერმანული ტურნირი 16 ივნისს მთავრდება სპორტული პისტოლეტიდან სროლით, თუმცა მასში ჩვენები არ გამოდიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"