კიმბერლი როუდის ისტორიული მედალი

AutoSharing Option
ამერიკული სპორტის ახალი ისტორია შექმნა მრგვალ სტენდზე (სკიტი) მოასპარეზე 33 წლის კიმბერლი როუდმა.

გუშინდელ ფინალში მან ფანტასტიკური შედეგი აჩვენა: საკვალიფიკაციოზე 75-დან 74 თეფში დაამტვრია, ფინალში კი 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აჩვენა და შეჯიბრი 100 შესაძლებლიდან 99 ქულით დაასრულა.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. საქმე ისაა, რომ როუდი გახდა პირველი ამერიკელი სპორტსმენი ისტორიაში, ვინც ზედიზედ მეხუთე ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი ინდივიდუალურ სახეობაში: ამერიკელმა 1996 და 2004 წლებში მოიგო ორმაგი ტრეპი, 2000 წელს ამავე სახეობაში ბრინჯაო აიღო, 2008 წელს პეკინში კი მრგვალ სტენდზე დაიმსახურა ვერცხლის
მედალი.

როუდს ამ შედეგის გაუმჯობესება აქვს დაგეგმილი: ის 2016 წელს აპირებს რიო დე ჟანეიროს თამაშებზე გამოსვლას. "2016 წელზე სერიოზულად ვფიქრობ. ტყვიის სროლაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი 72 წლის იყო და მე იქამდე ბევრი აღარ დამრჩა", - იხუმრა ამერიკელმა ჩემპიონმა.

სკიტი
1. კიმბერლი როუდი (აშშ) 99
2. ნინ ვეი (ჩინ) 91
3. დანკა ბარტენკოვა (სლოვაკ) 90
4. მარინა ბელიკოვა (რუს) 90
5. კიარა კაინერო (იტა) 89
6. კრისტინ ვენცელი (გერ) 89

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული