ჩვენი გუნდის კაპიტანმა და მედროშემ 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის დისციპლინის კვალიფიკაციის პირველი სესია, რომელშიც 40 ტყვიის მსროლელი გამოდიოდა, მეთვრამეტე ადგილზე დაასრულა.
პირველ ორ ცდაზე სალუქვაძემ არცთუ ურიგოდ ისროლა - 97 და 98 ქულა აიღო და ლიდერებშიც იმყოფებოდა, თუმცა მესამე ცდაზე ძალზე დაბალი შედეგი - 94 აჩვენა. ჯამში ნინომ 289 ქულა დააგროვა. პირველი ეტაპის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს კიდევ შვიდ მონაწილეს.
ფინალურ ეტაპზე გამსვლელ 8 საუკეთესოს შორის მოსახვედრად ნინო სალუქვაძეს მცირე,
საკვალიფიკაციოს მეორე სესიაში ასპარეზობა მალე დაიწყება.